23.11.2024

კორონავირუსით ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაიცვალა 43 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 692 240-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 483 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 630 961.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img