23.11.2024

სოზარ სუბარი უკრაინელ ჟურნალისტზე – სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, სოზარ სუბარი უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ არ შემოუშვას. მისივე თქმით, სასაზღვრო სამსახური ამის მიზეზსს განმარტავს “თუ საჭიროდ ჩათვლის”. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ტელეკომანია “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა.  

“არშემოშვების მიზეზები არ ვიცი, ამას შესაბამისი უწყება გასცემს პასუხს. როდესაც ვლაპარაკობთ ჟურნალისტზე და ამბობთ, რომ ის საქართველოს მეგობარია, მან პირველ რიგში, კეთილი უნდა ინებოს და გაეცნოს სისხლის სამართლის მასალებს და არ უნდა გააკეთოს არასწორი განცხადებები. არასწორის ის, რომ სისხლის სამართლის საქმეები სააკაშვილის მიმართ ფალსიფიცირებულია.

სახელმწიფოს აქვს უფლება, გადაწყვიტოს, ვისი შეშვება შეიძლება და ვისი არა. ამის უფლება აქვს სასაზღვრო სამსახურს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, განმარტებას გააკეთებენ”, – ამბობს ის. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img