23.11.2024

გიორგი გახარიას პარტია ბათუმში თანაგუნდელის წასვლაზე – “გასაყიდი უნდა გაიყიდოს”

ბათუმში ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისინი ღირებულებების გარშემო გაერთიანდნენ და მატერიალური ფასეულობები არ აინტერესებთ. პარტიის წევრი, აკაკი გვიანიძე ბათუმის საკრებულოში ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

“ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო. ამიტომ, გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება ჩვენი გუნდი ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დადგება, მით უკეთესი.

ჩვენ ჩვენს პოზიციებს არ ვიცვლით და ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის. და რაც მთავარია, არც ოცნებასთან და არც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, რადგან ორივე ეს პარტია ცუდია!”, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ  პარტია საქართველოსთვის დატოვა. როგორც მან ფეისბუქზე დაწერა, მისთვის მიუღებელია ოპოზიციასთან კოალიციაში შესვლა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img