23.11.2024

ცესკო – გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11% – გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 1830 საარჩევნო უბნიდან 201 უბნის შედეგები გადაითვალეს.გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა 21 ხმა და მოემატა – 28, „ქართულ ოცნებას“ დააკლდა 10 ხმა და მოემატა – 23.

ცესკოს ცნობით, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

,,საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1-ელ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის საბოლოო შედეგების თაობაზე. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, იხილეთ ბმულზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img