23.11.2024

GDI – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევით, მოსამართლეთა კლანი უმაღლეს საბჭოზე გავლენას ინარჩუნებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიტიკულად დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნების მეორე ტურის ჩატარების შემდგომ დღეს, საქართველოს მოსამართლეთა XXX კონფერენციის გამართვა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევა საჭიროების არსებობის გარეშე, წარმოდგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

“იმისათვის, რომ კონფერენციას საბჭოს ახალი წევრები აერჩია, უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული. აღნიშნული ინფორმაციის ცნობილი გახდა უშუალოდ მოსამართლეთა კონფერენციაზე”. – ნათქვამია განცხადებაში.

GDI-ის ცნობით, არსებული ორ ვაკანტური თანამდებობაზე დასახელდა ზუსტად ორი კანდიდატი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი, რომლებმაც ყოველგვარი მიმართვის, პრეზენტაციისა და განცხადების გარეშე მოიპოვეს დამსწრე მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა და მიიღეს დამსწრე 266 მოსამართლის 257 და 253 ხმა.

“განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული კონკურენციისა და განსხვავებული აზრის არ არსებობის პრაქტიკა, რომელიც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის კრიტიკულად დაბალი ხარისხზე მეტყველებს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა როგორც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისე მთლიანად სასამართლო სისტემის რეპუტაცია, ავტორიტეტი და საზოგადოებრივი ნდობა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს სასამართლო სისტემის ძირეული და არსებითი რეფორმის საჭიროებაზე”. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img