24.11.2024

იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინს პატიმრობა ემუქრებათ

შვეიცარიის პროკურატურამ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ყოფილ პრეზიდენტებს, იოზეფ ბლატერსა და მიშელ პლატინის ბრალი წაუყენა. ამის შესახებ  ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

გამოცემა CNN-ის ცნობით, ბლატერსა და პლატინის ბრალი ედებათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებაში და საბუთების გაყალბებაში. გამოძიების ვერსიის თანახმად, ბლატერმა მოიწონა პლატინისთვის FIFA-ს სახსრებიდან უკანა რიცხვით უკანონო თანხის გადახდა ორგანიზაციაში მისი მუშაობისთვის. ბლატერმა 2011 წელს თანხა უკანონოდ გადაურიცხა პლატინის, რამაც დააზიანა FIFA-ს აქტივები.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2015 და 2016 წლებში ბლატერი და პლატინი თანამდებობიდან გადადგნენ. ასევე, ორივეს აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული თანამდებობების დაკავება ჯერ 8 წლით, შემდეგ კი – კიდევ ექვსი წლით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img