დიდი ბრიტანეთი ჩინურ ვაქცინებს, „სინოვაკსა“ და „სინოფარმს“, ასევე ინდურ „კოვაქსინს“, იმ ვაქცინების ჩამონათვალში შეიტანს, რომელი ვაქცინებით აცრილ მგზავრებსაც გაერთიანებული სამეფოში შესვლა შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცვლილება ძალაში 22 ნოემბრიდან შევა.
შესაბამისად, „სინოვაკით“, „სინოფარმითა“ და „კოვაქსინით“ სრულად აცრილ მოქალაქეებსაღარ მოუწევთ გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებამდე და საზღვრის გადაკვეთიდან მე-8 დღეს კოვიდ-ტესტის ჩატარება, ასევე კარანტინის გავლა.