23.11.2024

საქართველო 12-15 წლის მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებს

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დასაშვები ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც გახლავთ აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთხვევაში, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია “ფაიზერის” დოზით. ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი არ არის, მაგრამ ბუნებრივია, ბავშვის ინფიცირებაც შესაძლებელია და ის თავადაც შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო. ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. თუმცა, საბედნიეროდ, ბავშვებში ინფექციის გავრცელება მაღალიც არ არის და არც გამოსავლებია რთული, თუ არ გვაქვს საქმე რაიმე ქრონიკულ დაავადებასთან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img