24.11.2024

აკაკი ბობოხიძე – ემოციურ ფონზე ოპოზიციას მთავარი პრობლემები ავიწყდება…სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ემოციებს არიან აყოლილი და მთავარი პოლიტიკური საკითხები ავიწყდებათ.

ბობოხიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებისა და სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის გარდა, ოპოზიციამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი უნდა დააყენოს და პროტესტის ნიშნად, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვონ.

„ემოციურ ფონზე, ოპოზიციას მთავარი პრობლემები დაგვავიწყდა და კონცენტრირება არ ხდება მთავარი პრობლემების ირგვლივ. მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა მიხეილ სააკაშვილის პიროვნების მიმართ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პრობლემებზე საუბარი. მნიშვნელოვანია პროტესტი, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ეს უნდა იყოს გაცილებით მთავარი ამოცანის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ სამწუხაროდ, მხოლოდ ამ პრობლემაზე დავიყვანეთ გეგმები და მოქმედებები. შეგვიძლია ემოციურადაც გვქონდეს რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და გინებით მივმართოთ იმ ადამიანებს, რაც უამრავ ადამიანს გულს მოუოხებს, მაგრამ გინებებში მაგარ გამოსვლას ჩემ თავს საერთოდ არ ვუთვლი, სადაც ემოციებზეა მთავარი აქცენტი აღებული. ის საშინელი განცდა, რომელიც ადამიანებს ამ კადრებით გვეუფლება, გვერდზე გადავდოთ და ცივი გონებით განვსაჯოთ, სად ვართ და რას უნდა ვაკეთებდეთ.

მიმაჩნია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დატოვონ პარლამენტი. რისთვისაც შევედით პარლამენტში, ვის გამოც ამ პარლამენტს მიენიჭა ლეგიტიმაციის გარკვეული ხარისხი. იყო დათქმა, რომ გარკვეული ცვლილებები იქნებოდა მიღებული. ოპოზიცია დღეს უნდა ვიჯდეთ და ვგეგმავდეთ, რა მდგომარეობაში ვართ. პრაქტიკულად გასულია შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნება“ და თუ ის არ მიიღებს იმ საკანონდებლო ცვლილებებს, რომელიც იმ შეთანხმებით არის გათვალისწინებული, გარეთ უნდა იყოს საპროტესტო აქციები, ოღონდ მოთხოვნა უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, რომლის შემადგენელი ნაწილი იქნება პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ჩვენი პარტნიორები არ იქნებიან ბედნიერები და კმაყოფილები ჩვენს მიერ პარლამენტის დატოვებით, მაგრამ ყურადღების მიქცევას აუცილებლად შეუწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, მოეწონებათ თუ არა ჩვენი საქციელი“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.

მისი თქმით, გამოსავალია, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img