უხერხულია, როდესაც პოლიტიკოსები – იქნება ეს ევროპარლამენტარი თუ ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის წევრი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, ისინი საქმის არსში გარკვეული არ არიან! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ვიდრე რაიმე განცხადებებს გააკეთებენ, კარგი იქნება ის განაჩენები წაიკითხონ, რაც სასამართლომ მსჯავრდებულ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიტანა.
„წაიკითხონ მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც განაჩენები დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ზეპირი შეფასებები ნამდვილად არ არის კარგი“, – განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.