ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 565 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაცვალა 78 ადამიანი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 780 391-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსს ჯამში 10 894 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 711 105.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა – 151, იმერეთი – 810, ქვემო ქართლი – 330, შიდა ქართლი – 355, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 413, კახეთი – 318, მცხეთა-მთიანეთი – 146, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.