„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17:00 საათზე, საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მელიას თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული.
„ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავაგრძელოთ არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა“, – აღნიშნა მელიამ.