ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 3 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 81 ადამიანი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 784 091-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 975 პირი ემსხვერპლა
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 277 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 716 382.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა,
იმერეთი – 598,
აჭარა – 135,
ქვემო ქართლი – 240,
შიდა ქართლი – 307,
გურია – 77,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236,
კახეთი – 327,
მცხეთა-მთიანეთი – 57,
სამცხე-ჯავახეთი – 99,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.