23.11.2024

ნიკა მელიას შეთავაზება ხელისუფლებას – კლინიკასთან აქცია არ ჩატარდება, ასევე შეიქმნას სპეციალური ჯგუფი

ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ოპოზიცია კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს არ გამართავს. 

როგორც მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს ჩამოაყალიბოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის გადაყვანის საკითხის განხილვაში ჩაერთვება, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად. 

“ვიღებთ მთლიანად პასუხისმგებლობას რომ არანაირი საპროტესტო აქცია არ გაიმართება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ სამოქალაქო საავადმყოფოში, სამოქალაქო საავადმყოფოს გარშემო. მეტიც, მე ვთავაზობ შესაბამის უწყებას, ჩამოაყალიბოს ჯგუფი სადაც შევლენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატი, 1 ოჯახის წევრი, ნაციონალური მოძრაობის 1 წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების 1, მაღალი ნდობით მოსარგებლე წევრი რათა ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გავიაროთ და თავიდან ავირიდოთ მაქსიმალურად ყველა გაუგებრობა და ექსცესი”, – აცხადებს მელია. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img