ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 82 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 20 166 ტესტი და დადასტურდა 1 820 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 6 017 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.02%, ბოლო 7 დღის 9.52%, ხოლო ბოლო 14 დღის – 9.97%.
ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან თბილისში 820 გამოვლინდა, აჭარაში – 96, იმერეთში – 375, ქვემო ქართლში – 128, შიდა ქართლში – 87, გურიაში – 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 123, კახეთში – 86, მცხეთა-მთიანეთში – 27, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 52 429.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 785 911 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 722 399 პაციენტი და გარდაიცვალა – 11 057.