23.11.2024

მამუკა ხაზარაძე – თავისუფალმა ადამიანებმა უნდა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა

ყველას მოგიწოდებთ რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად. თავისუფალმა ადამიანებმა უნდა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა – ამის შესახებ „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ ოფისში გამართულ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გააცნეს.

“კოალიციურ ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა. ანუ ზეპარტიული მოძრაობა, იმიტომ რომ ის საკითხი, რომელიც დღეს ჩემმა მეგობრებმა დააყენეს, რომ ჩვენს თვალწინ ხდება ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლა. უკვე დეკლარირებულად შეცვლა. ქვეყნის ისევ იმპერიის წიაღში დაბრუნება – ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ეს არ არის რომელიმე პარტიის საქმე. ეს არის თითოეული ჩვენი თავისუფალი მოქალაქის საქმე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ რომ ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და შემოუერთდით, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად. თავისუფალმა ადამიანებმა უნდა დავიცვათ თავისუფალი ქვეყანა და ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამ პლატფორმას ექნება ის ძალა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ყველა იმ მცდელობას, რომელსაც რამდენიმე წელიწადია ქართული ოცნება საზოგადოებას თავს ახვევს და უცვლის ამ ქვეყანას კურსს, ამას არ დავუშვებთ. ამიტომ მოგიწოდებთ მწერლებს, პოეტებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, ექიმებს, ყველას, რომ შემოგვიერთდით – ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ზეპარტიული ღონისძიება, იმიტომ რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის კურსს.” – განაცხადა ხაზარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img