პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს „გულდასაწყვეტი“ უწოდა.
„მე ველოდებოდი გულწრფელ აღიარებას, რომ სააკაშვილი იტყოდა „კი, რაღაც შეცდომები დავუშვი“ და ნორმალურია, როდესაც რაღაცას აკეთებ შეიძლება რაღაც შეცდომები იყოს, ოღონდ ამას უნდა აღიარება. და მე მოვისმინე ყველაფრის უარყოფა, რაც ჩემი აზრით გულდასაწყვეტია“, – აცხადებს იოსელიანი.