23.11.2024

პროკურორი ჯარჯი წიკლაური – მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა

მიხეილ სააკაშვილის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა. 

წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები 2 თვის განმავლობაში ამბობდნენ, რომ თითქოს მას სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, დღეს კი სასამართლო დარბაზის პოლიტიკური განცხადებების ადგილად გადაქცევა ვიხილეთ. 

ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გაეცა პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე, 7 ნოემბრის საქმეზე, მათ სასამართლო გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა და მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებისთვის აქციეს სასამართლოს სხდომა.

ჩვენ მზად ვიყავით წარმოგვედგინა მტკიცებულებები, უტყუარი ფაქტები 7 ნოემბრის დარბევაზე, პატარკაციშვილების ოჯახისათვის დანაშაულებრივად ქონების წართმევაზე, ყველა ეს შეკითხვა გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან და ნაცვლად იმისა, რომ ამ შეკითხვებს გასცემოდა პასუხი, მათ მხოლოდ პოლიტიკური გამოსვლისთვის გამოიყენეს მთელი სხდომა“. – თქვა ჯარჯი წიკლაურმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img