23.11.2024

ხათუნა სამნიძე – საკონსტიტუციო ცვლილებები არის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ მოლაპარაკებების პროცესში

საკონსტიტუციო ცვლილებები არის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ მოლაპარაკებების პროცესში და უნდა დარჩეს იგივე რედაქციით, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა არ აქვს შიშები რიგგარეშე არჩევნების, – ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას მმართველმა პარტიამ შესაძლოა, უწოდოს კეთილი ნება, მაგრამ ეს არის საერთო ოპოზიციური და სახელისუფლებო ინიციატივა, რომელსაც ხელს აწერს 90-ზე მეტი დეპუტატი.

„საკონსტიტუციო ცვლილებები არის ვალდებულება, რომელიც ავიღეთ მოლაპარაკებების პროცესში. ეს არის პირველი ნაბიჯი და შესაძლებლობა დეპოლარიზაციისა და დეესკალაციისკენ თუ ეს მართლა შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში.

თუ არავითარი შიში არ არსებობს და „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია იმაში, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, როგორც ამას თვითონ აცხადებს, არც არანაირი ცვლილება არ უნდა შევიდეს უკვე შეთანხმებულ ტექსტში.

და მესამე, თუ საუბარია რაიმე ტიპის ცვლილებაზე იმ რედაქციაში, რომელიც არის წარმოდგენილი და რაზეც ვართ შეთანხმებული, მისი შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ შეთანხმების საფუძველზე, როგორც ეს გავაკეთეთ, მაგალითად, გენერალური პროკურორის საკითხზე მოლაპარაკებების დროს. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და გადავდგათ ნაბიჯი დეესკალაციისკენ და თუ ის თვლის, რომ რაიმე რედაქციული ცვლილებებია შესატანი, ეს უნდა მოხდეს მოლაპარაკებების გზით და არა პირდაპირ ამ ცვლილების მეორე მოსმენით გადატანით. რა თქმა უნდა, ჩავარდება ასეთი ტიპის ცვლილებებით წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი“, – განაცხადა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img