დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საახალწლო ღინისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ყველფერი ღია სივრცეში იქნება მოწყობილი და ყველა ისიამოვნებს განათებული, კეთილმოწყობილი ქალაქით.
კალაძის თქმით, სასიამოვნო დღეები ელოდება არამხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებს.
კითხვაზე, საახალწლო ღონისძიებების შემთხვევაში, რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, კალაძე პასუხობს: “თუ მირჩევთ როგორ შეიძლება მომღერლები ტენდერის საშუალებით შევარჩიოთ უდიდეს მადლობას გეტყვით…
” რა უნდა იყოს განმსაზღვრელი ტენდერის გამოცხადების პირობებში?! ხმა? პირველი ხმა, მეორე ხმა, ვიღაცას უფრო ბოხი ხმა აქვს, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ?”- აღნიშნა კალაძემ.