23.11.2024

სერგეენკო – მე არ ვიცი, პროტოკოლის ერთი ნაწილი მაინც, რომელიც კრძალავს მოქმედი პოლიტიკოსის სახემლძღვანელოში შეტანას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია. მისი შეფასებით, მსგავსი პოლიტიკური აქცენტის გაკეთება სასკოლო სახელმძღვანელოზე ზედმეტია.

„სახელმძღვანელოების შექმნისას გარკვეული წესებით ხელმძღვანელობენ და ასე ყველაფერში პოლიტიკური სარჩულის ძებნა, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში, არასწორი მგონია. სახელმძღვანელოებში შედიან ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც ჩაითვალა, რომ ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მე არ ვიცი, პროტოკოლის რამე ერთი ნაწილი მაინც, რომელიც რაიმე ფორმით კრძალავს იმას, რომ მოქმედი პოლიტიკოსი არ იყოს შეტანილი სახელმძღვანელოში. ერთ- ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ონლაინ- პლატფორმა არის ვიკიპედია, სადაც უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის, მოქმედ პოლიტიკოსებზე. არ ვიცი, ეს რამდენად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ მოქმედი პოლიტიკოსი შევიდეს ისტორიის სახელმძღვანელოში“, – განაცხადა სერგეენკომ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img