24.11.2024

ნიკა მელია – მისაღებია, რომ გახარიას პარტიის წევრები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მისაღებია, რომ გიორგი გახარიას პარტიის წევრები იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, რადგან მნიშვნელოვანია, საკრებულო ოპოზიციონერების მიერ იყოს დაკომპლექტებული. 

ვფიქრობ, გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება. ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, რათა “ქართულმა ოცნებამ” ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს. ეს არის დაკვეთა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. დავხვდეთ შემხვედრი წინადადებით. იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები. ჩვენ მათ დავუჭერთ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად. 

მაგრამ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, იყოს ოპოზიციური. ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოს ოპოზიციონერს, იმიტომ, რომ ასე ჩათვალა საჭიროდ ქართველმა ხალხმა, რომ ქართულმა ოცნებამ ფული არ მოიპაროს”. – განაცხადა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში.

ნიკა მელიამ, ასევე აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია პოზიციური პროგრამები შეჯერდეს და ოპოზიციამ უპასუხოს საზოგადოების საჭიროებას. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img