ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 562 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 582 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.22% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.91%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 822 108.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 602, ქვემო ქართლი – 193, შიდა ქართლი – 300, გურია – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 253, კახეთი – 159, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.