დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გაცხადებით, მან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ არ იცოდა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუჭირდება საუბარი იმ მიზეზებზე, თუ რის გამო მიიღო ტიკარაძემ ეს გადაწყვეტილება.
„გამიჭირდება საუბარი რის გამო გადადგა, თუმცა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მინდა ეკას წარმატებები ვუსურვო. ის, რა თქმა უნდა, გუნდიდან არ მიდის. პარტიაში, პოლიტსაბჭოში გააგრძელებს მუშაობას. თუ ვინ იქნება მომავალი მინისტრი, დაველოდოთ და უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი. როცა იქნება ცხადი და ცნობილი ვინ იქნება კანდიდატურა, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. მე არ ვიცოდი ამ გადაწყვეტილების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.