23.11.2024

სააკაშვილი ზურაბიშვილს მიმართავს – კარგი იქნება, გორის ჰოსპიტალში გაიმართოს სამი პრეზიდენტის შეხვედრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქგვერდზე” მისი მორიგი მიმართვა ვრცელდება.

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მის მიერ დემოკრატიის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

„ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა და მინდა საკუთარი პოზიცია გამოვხატო ამ საკითხზე, არა მხოლოდ როგორც მესამე პრეზიდენტმა, არამედ ამ ქვეყნის მომავალზე მოფიქრალმა პატრიოტმა.

ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე.

არ შემიძლია არ გავიხსენო, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მედიით გაჟღერებული წინადადება სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ იდეას სათანადო განვითარება ექნება და ამისთვის ყველაზე რელევანტურ და ყველა მხარისთვის სანდო ფიგურად სწორედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიმაჩნია. როგორც უკანონო პატიმარს, არ მაქვს ილუზია, რომ ამ შეხვედრის მოტივით გათავისუფლებული ვიქნები. ამიტომაც, გთავაზობთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა გაიმართოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ჯერჯერობით პატიმრის სტატუსით ვიმყოფები და არც ვითხოვ თქვენგან შეწყალებას და არც ამ შეხვედრაზე ვაპირებ ამის მოთხოვნას.

ღრმად მწამს, ასეთი სახის დიალოგის ალტერნატივა არ არსებობს. ყველანაირი მცდელობა, უმცირესობის მიერ უმრავლესობის დაჩაგვრისა, რა მილიარდებით და სადამსჯელო რაზმებითაც არ უნდა იყოს ეს უმცირესობა აღჭურვილი, ატარებს სამოქალაქო დაპირისპირების უზარმაზარ საფრთხეს, და, გამორიცხული არაა, მიზნადაც ისახავდეს სწორედ ამას. ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი ეს უმძიმესი შედეგი ყველა ქართველი პატრიოტისთვის კატასტროფაა, ხოლო ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთისთვის, ჩვენი სამშობლოს მომავლის ერთადერთი სასურველი განვითარებაა.

საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა. დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება. ამიტომაც, მინდა ვთხოვო ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმატს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img