ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უპრეცედენტო ტემპით ვრცელდება.
„ომიკრონი“ ვარიანტის შემთხვევები 77 ქვეყანაში დაფიქსირდა და რეალობა ის არის, რომ „ომიკრონი“, ალბათ, კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში ჯერ არ გამოუვლენიათ. „ომიკრონი“ ისეთი ტემპით ვრცელდება, რომელიც წინა ვარიანტების შემთხვევაში არ გვინახავს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.