საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამმოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 906 965-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.11% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.67%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 205, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 174, კახეთი – 143, მცხეთა-მთიანეთი – 88, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.