მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღე ნახევარში 2-ჯერ მატულობს შემთხვევების რაოდენობა და არის კატასტროფულად სწრაფი ეს ვირუსი და ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც 80% არის სრულად აცრილი. თქვენ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 37% არის აცრილი?! – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ კატასტროფული სიჩქარით ვრცელდება, რაც ძალიან ცუდია და ის ინფიცირებულთა რიცხვის მატებას გამოიწვევს.
„იმ მომენტისთვის, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, მნიშვნელობა არ აქვს დელტა იქნება, „ომიკრონი“ თუ სხვა შტამი, ყველანაირი შტამი, რომელიც გამოჩნდება, საქართველოსთვის არის საშიში. „ომიკრონის“ მთავარი საშიშროება, მისი გავრცელების სისწრაფეა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღე ნახევარში 2-ჯერ მატულობს შემთხვევების რაოდენობა და არის კატასტროფულად სწრაფი ეს ვირუსი და ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც 80% არის სრულად აცრილი. თქვენ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 37% არის აცრილი?! ანუ ვირუსს აქვს თავისუფალი არეალი გავრცელდეს სწრაფად. სადაც ეს შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, იქ აცრილები არიან, ამიტომ აცრამაც იმუშავა.
5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ ბეტა ან დელტა შტამი და არ ხართ აცრილი. „ომიკრონმა“ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ. „ომიკრონი“ სამწუხაროდ საერთოდ არანაირი რეაქციას არ იძლევა იმაზე გადაიტანეთ თუ არა ვირუსის დელტა ვარიანტი. აღმოჩნდა, რომ ორი დოზის შემდეგ „ომიკრონს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.
გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ მონოკლინური ანტისხეულები საერთოდ არ მუშაობს „ომიკრონზე“. ის მონოკლინური ანტისხეულები, რომელიც იყო ძალიან წარმატებული დელტას დროს აღმოჩნდა რომ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ აკეთებს „ომიკრონის“ დროს. უნდა ავიცრათ, გავიკეთოთ ბუსტერი და მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს დახურულ სივრცეში, რადგან ახალი ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.