23.11.2024

სოხუმში ოპოზიცია ე.წ. პარლამენტთან საპროტესტო აქციას მართავს და შენობაში შეჭრას ცდილობს

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. სოხუმში ოპოზიციის მომხრეებმა კან კვარჩიას მეთაურობით, დღეს ე.წ. პარლამენტის აღება სცადეს, რათა იქიდან გაეჟღერებინათ საკუთარი მოთხოვნები არსებული დე ფაქტო ხელისუფლებისადმი.

ამის შესახებ ტელეგრამ არხი „AMPA-life“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ინფორმაცია, ისმოდა გასროლის ხმებიც, თუმცა ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს პეტარდების აფეთქების ხმა იყო. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა პოლიციამ კვამლის გამომწვევი შაშხანები გამოიყენა.

ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებაც მოხდა. დემონსტრანტები ამ დრომდე ცდილობენ ე.წ. პარლამენტის შენობაში შეჭრას.

მანამდე მომიტინგეებმა მათთან დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გამოსვლა მოითხოვეს, რისთვისაც მასთან ორი დელეგატი გაგზავნეს. თუმცა, ბჟანიამ მათთან გასვლაზე დელეგატების მეშვეობით უარი შეუთვალა.

ბჟანიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა, ყველა საკითხი, რომელიც მათ აღელვებთ საერთო ფორმატში განიხილონ. მანვე განაცხადა, რომ არ არის მზად, დიალოგი აწარმოოს აფხაზეთის “სახალხო პატრიოტულ კავშირთან“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img