საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარდაიცვალა კიდევ 52 ადამიანი. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 916 477-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა,
აჭარა – 204,
იმერეთი – 437,
ქვემო ქართლი – 120,
შიდა ქართლი – 174,
გურია – 99,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184,
კახეთი -147,
მცხეთა-მთიანეთი -66,
სამცხე-ჯავახეთი – 50,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.