საპარლამენტო ოპოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს, რეფორმის საფარქვეშ სახელწმიფო ინსპექტორზე დარტყმად და უმრავლესობის მხრიდან დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასჯის გზავნილად აფასებს.
“ქართული ოცნების შვიდი დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სასმსახურის გაუქმებას და პარლამენტის მიერ არჩეული სახელწმიფო ინსპექტორის თანამდებობიდან ჩამოცილებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ ამ ინსტიტუაციას უთხრის ძირს და აყენებს უზარმაზარ დარტყმას, წარმოადგენს ღია გზავნილს უმრავლესობის მხრიდან, რომ ყველა მათგან დამოუკიდებელი თუ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ინსტიტუციის მიმართ და ასევე საჯარო მოხელეების მიმართ, რომ ისინი დაისჯებიან, საკუთარი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი წლის წინა კვირაში არის შემოსული ეს ინიციატივა, ის მომზადებულია ყველასაგან ფარულად, თავად ინსპექტორიც ჩართული არ ყოფილა და ინიციატორები ითხოვენ მთელი რიგი კანონების განხილვას დაჩქარებული წესით. ეს კანონპორექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ისნპექტორზე, ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე.” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.