23.11.2024

პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი დაინიცირდა

პარლამენტის ბიურომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის, ასევე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირა.

აღნიშნულ კანონის პროექტებს პარლამენტი 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით განიხილავს და მიიღებს

ცვლილებების პაკეტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყების – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების შექმნას ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის საგანი გახდა. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, როცა ყველა ახალი წლისათვის ემზადება, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დაჩქარებულად მიღება დამაზიანებელია. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული პაკეტი ცვლილებებს 31 კანონში იწვევს და დაახლოებით 300 გვერდს შეადგენს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img