23.11.2024

ქეთი თუთბერიძე – ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯონ არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც

​ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯონ არა უშუალოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ განაცხადა. ჟურნალისტის თქმით, 5 ივლისს ყველამ იხილა ზღვარგადასული აგრესია ჟურნალისტების მიმართ.

„ასეთი ძალადობა ჩვენ არ გვინახავს ომშიც კი, სადაც არ დაშავებულა იმდენი ჟურნალისტი, რამდენიც დაშავდა 5 ივლისს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ არა უშუალოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც“, – განაცხადა ქეთი თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია მედიის ადვიკატირებისთვის” საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისა და შევიწროების ფაქტების შესახებ განცხადება გაავრცელა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს. 2021 წლის 24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, სადაც მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა [1] არ ჰქონდა. გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, რაც ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას [2] უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა “ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია [3] სახელდება.

2021 წლის 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე [4] კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

[1] ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=yNtG6K3Ja_4

[2] ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=zefcgwsGtoA

[3] “ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია https://1tv.ge/video/alt-infos-sakhifato-ideologia/…

[4] კვლევა “მედიის პოგრომი: თბილისი, 5 -6 ივლისი, 2021 წელი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img