23.11.2024

რატი ბრეგაძე – თუკი რუსთავში სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდება, ისევ გლდანში გადაიყვანენ

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მას ისევ გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.

“თუ შესაძლებელია რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, არსებობს გლდანის #18 დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე პატიმრები. მასაც გადაიყვანენ ამ დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში. მას მიაწოდეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, მათ შორის #18 დაწესებულებაში. ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა პატიმართან მიმართებით ვრცელდება”, – თქვა ბრეგაძემ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გუშინ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ, რა დროსაც ის ცუდად გახდა.

შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.

მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.

ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.

ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.  

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img