24.11.2024

“ომიკრონის” შიდა გავრცელება დაიწყო – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი შტამის შიდა გავრცელება დაიწყო.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, საქართველოში “ომიკრონის” 253 შემთხვევაა დადასტურებული.

“დღეს დილის მონაცემებით დაფიქსირებული იყო “ომიკრონის” 159 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს კვლევაში იყო საკმაოდ დიდი რაოდენობით ნიმუში როგორც ჩვენთან, ისე ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიაში. იქიდან დაემატა კიდევ დღის განმავლობაში “ომიკრონის” 94 შემთხვევა. სულ ახლა გვაქვს “ომიკრონის” ლაბორატორიულად დადასტურებული 253 შემთხვევა.

ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 5 ადამიანს, აქედან სამს დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ თავისი თანმხლები დაავადების გამო და არა კოვიდის. უკვე გვაქვს კონტაქტირებულ ადამიანებში გავრცელება, ანუ შიდა გავრცელებაც იწყება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img