ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება – რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ განაჩენი“, – ასე აფასებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხვალ ის, საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება და თავის სათქმელს იტყვის.
„როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს” და ასევე ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.
მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო “სასამართლომ”, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. “მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო” – ასეა ზუსტად ამ “მთავრობის” და მისი სასამართლოს საქმე.
ხვალ, მე მივალ “სასამართლოზე” და ვიტყვი ჩემს სათქმელს.
შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.