ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, 2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 2021 წელს შემოსავლების 38% აღდგა, 2020 წელთან შედარებით კი 130%-ზე მეტი.
ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, 2021 წელს საქართველოში 1 881 271 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.
აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7%-ი პროცენტით გაიზარდა.
2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ია შეადგინა.