23.11.2024

კალანდა გურიაში – როგორ აღნიშნეს ახალი წელი გურულებმა

აგუ­ნას გად­მო­ძა­ხი­ლი, გუ­რუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კი, მუც­ლის სა­ლო­ცა­ვი, ჭურის გახსნა, ტრა­დი­ცი­უ­ლი მეკვლე, მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი,საკალანდო ბაზრობა, ად­გი­ლობ­რი­ვი ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი­  და გალა-კონცერტი თეატრალური კვარტეტისა და ბენდის მონაწილეობით, და­სას­რულს კი გრან­დი­ო­ზუ­ლი ფო­ი­ერ­ვერ­კი, – ასე შე­ე­გებ­ნენ გუ­რუ­ლე­ბი ახა­ლი წლის მობ­რძა­ნე­ბას 2022 წელს.

ტრადიციული საკალანდო ღონისძიების დაწყებამდე, სოფელ შემოქმედში საკალანდო ბაზრობა გაიხსნა; მასპინძლები: ადგილობრივი მეწარმე ოჯახები, – ჩხაიძეები, ჟღენტები, შარაშიძეები, ვაშალომიძეები, მდინარაძეები, დარჩიები და ზაქარიაძეები იყვნენ.

ტრა­დი­ცი­უ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნა კი, რო­მე­ლიც ასა­ხავს, თუ რო­გორ ხვდე­ბოდ­ნენ წლე­ბის წინ გუ­რი­ა­ში კა­ლან­დას, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში/ეზოში გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო. გურულებს კალანდა მიულოცა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე ესწრებოდნენ.

ფოტორეპორტაჟი:

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img