24.11.2024

დღეს ბედობაა – როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ბედნიერება და წარმატება დაგებედოთ?

დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაულს – ბედობას აღნიშნავენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, იგი ერთ-ერთი მისტიკური შინაარსის სახალხო ტრადიციაა, რომელიც რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.  ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.  

რიტუალი ასეთი იყო –  ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ, კეთილ და სანდო ადამიანს, რომლის მარჯვენა ფეხსა და კეთილ გულს უკავშირებდნენ მომდევნო წლის წარმატებას და იღბალს.

ძველი ტრადიციის მიხედვით, მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც  გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული. 

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას იმისთვის, რომ მთელი წელი წარმატებული და ბედნიერი გქონდეთ? რა უნდა გააკეთოდ, რომ ბედნიერება და წარმატება დაგებედოთ?

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს აუცილებელია კარგ განწყობაზე ყოფნა, უნდა გაიღიმოთ, სხვებსაც გაუღიმოთ, დრო სასიამოვნო გარემოში და ადამიანებთან გაატაროთ, დაიბედოთ მხიარულება და ის საქმეები, რომლებიც ბედნიერებას განიჭებთ.

ეცადეთ, არ იკამათოთ, იყავით ისეთი მშვიდები, როგორც არასდროს. გაეცით დახმარება და გამოიჩინეთ კეთილგანწყობა ადამიანებისადმი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img