23.11.2024

სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ და ნატო მზად არიან, რუსეთთან შეხვედრა კვლავ გამართონ და დიალოგი გააგრძელონ

აშშ და ნატო მზად არიან რუსეთთან შეხვედრა კვლავ გამართონ და ორმხრივი დიალოგი გააგრძელონ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს 12 იანვარს გამართული ნატო-რუსეთის საბჭოს შემდგომ მომდევნო ნაბიჯების განსახილველად, აშშ და ნატო მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და მხარს უჭერენ დიპლომატიისა და ორმხრივი დიალოგის გაგრძელებას. აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ერთიანი არიან დიპლომატიურ გზაზე და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ მისი მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის“,- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე აშშ-სა და რუსეთსა და ნატო-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img