თეა წულუკიანმ გაბედა და კულტურის სფეროში დაიწყო ღია რეპრესიები, პირდაპირ ნგრევა ამ ინსტიტუტების, – ამის შესახებ პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ელენე ხოშტარიას თქმით, კულტურის სფეროში ადამიანების დევნა და ინსტიტუტების ნგრევა მიმდინარეობს, რის გამოც პარტია “დროა” “ლელოსთან” ერთად წინააღმდეგობის კამპანიაში ერთვება.
“პირდაპირ უნდა დავარქვათ ამას სახელი, რომ თეა წულუკიანმა გაბედა და კულტურის სფეროში დაიწყო ღია რეპრესიები, პირდაპირ ნგრევა ამ ინსტიტუტების. ნგრევა ჩვენი სიმდიდრის, რომელიც არც თეა წულუკიანს, არც ბიძინა ივანიშვილს და არც ერთ პოლიტიკოსს, არც ჩვენს მთავრობას, რა თქმა უნდა, არ ეკუთვნის. მთლიანად კულტურის სფეროში ხდება ადამიანების დევნა და ინსტიტუტების ნგრევა, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ცდება კულტურის სფეროსაც.
ან ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ვეგუებით რეპრესიებს და პირდაპირ პოლიტიკური ნიშნით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, დამსახურებული ხალხის, წესიერი მოქალაქეების დაჩაგვრას, ან ჩვენ ამას ვუპირისპირდებით ყველა ერთად. ამიტომ ჩვენ “ლელოსთან” ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძალიან აქტიურად ჩავერთოთ ამ წინააღმდეგობის კამპანიაში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.