NCDC-ის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ომიკრონი” ქვეყანაში უკვე დომინანტი გახდა, თუმცა, ცირკულირებს სხვა შტამებიც.
“ომიკრონის” ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1400-მდე შემთხვევა, ლიდერობს თბილისი, შემდეგ მოდის იმერეთი და აჭარა. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. სხვადასხვა მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების დაახლოებით 70% მოდის “ომიკრონზე“. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და 80% არის, ხოლო რეგიონში 40-60%.
ანუ დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის უკვე დომინანტია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვა შტამებიც” – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.