23.11.2024

თამარ გაბუნია – დღეს მობილიზებული საწოლფონდის, ასევე ბავშვების საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალია

ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი სააკორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა არის „ომიკრონის“ ფონზე შემთხვევების მატება და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა ამ ნაკადებს უპასუხოს. დილის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევაა 87 609, აქედან 4 595 პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 963-ია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 283. როგორც ხედავთ, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. იგივე შემიძლია ვთქვა ბავშვების საწოლფონდზე, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში იყო შემთხვევების მატება, თუმცა, განმარტებების, ოჯახის ექიმების აქტიური მუშაობით და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის და არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბავშვები რჩებიან ბინაზე და იქ აგრძელებენ მკურნალობას,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img