შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პარტია „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე დაშავდა.
მუცლის არეში ძლიერი ტკივილის გამო იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მას რამდენიმე საათი დატოვებენ კლინიკაში, რათა დააკვირდნენ და ბოლომდე გამოიკვლიონ, რა ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.
მომხდარს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოეხმაურა.
„შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. მუცლის არეში ტკივილი აქვს დარტყმისგან მწვავე. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია, ვუჩივლებთ „გაუქმებულ“ ინსპექტორთან. არ მოგასვენებთ მაინც ცემის პროტესტზე ცემისთვის“, – წერს ელენე ხოშტარია.