ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინისადმი ჩაიდენს ისედ ქმედებას, რაც ჩაიდინა საქართველოს მიმართ 2008–ში, ამას NATO უპასუხებს.
„რაც უფრო მეტ აგრესიას ვნახავთ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან, მით მეტ ჯარისკაცს გადასხამს NATO აღმოსავლეთ ნაწილებში, ჩვენი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩვენ, ჩვენს საზღვრებთან უკრაინაში და ბალტიისპირა ქვეყნებში გადავსხით ჯარები, ასევე გავზარდეთ ჩვენი რაოდენობა პრიბალტიკაში და შავი ზღვის რეგიონში.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გასაგები გახდეს ის, რომ თუ რუსეთი იზამს რაიმე ისეთს, რაც მან უკვე გაუკეთა საქართველოს 2008 წელს და იქამდე, 2014 წელს – უკრაინას, მაშინ მთელი ალიანსი ამას უპასუხებს. თუ დაზარალებული იქნება ნატოს ქვეყანა, მაშინ ამოქმედდება მეხუთე მუხლი. მიზეზი, თუ რატომ გადავსხით ჩვენ შეიარაღებული ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა გამოიყენა საომარი ძალები უკრაინისადმი 2014–ში, თუ რუსეთი კვლავ შეეხება უკრაინას აღმოსავლეთ ნაწილში, NATO იქ კიდევ უფრო მეტ ძალებს გადასხამს.“ – ამბობს იენს სტოლტენბერგი.
სტოლტენბერგის თქმით NATO–ს ჯარისკაცები, NATO–ს ტერიტორიაზე არიან და ჯერჯერობით ალიანსს არ აქვს გეგმა ისინი უკრაინაში გადასხას. მისი თქმით, უკრაინა ღირებული პარტნიორია, მაგრამ ჯერ წევრი არ არის, თუმცა, NATO მას მხარს უჭერს.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება და ეს ეკონომიკურ სანქციებში გამოიხატება. ასევე დასძენს, რომ უკრაინული არმია ახლა ბევრად უკეთესადაა მომზადებული, ვიდრე 2014 ში და აღმოსავლეთ ფლანგზე NATO–ს უფრო მეტი ჯარისკაცი ჰყავს.