ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 19 049 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გარადაიცვალა კიდევ 51 პაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.7%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.19%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა – 1 317, იმერეთი – 2 854, ქვემო ქართლი – 842, შიდა ქართლი – 970, გურია – 710, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 272, კახეთი – 1 229, მცხეთა-მთიანეთი – 446, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 130.