23.11.2024

ჰაკერების ჯგუფმა Anonymous რუსეთის ხელისუფლებას კიბერ ომი გამოუცხადა

მსოფლიოში უდიდესმა ჰაკერების ჯგუფმა Anonymous რუსეთს კიბერ ომი გამოუცხადა. ამის მიზეზად ორგანიზიაცია უკრაინაში რუსების ფართომასშტაბიან შეჭრას ასახელებს. Anonymous-მა განცხადება მათ ოფიციალურ “ტვიტერზე” გაავრცელა. “Anonymous-ის გუნდი ოფიციალურ კიბერ ომს იწყებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.” – წერია განცხადებაში.

გზავნილის გავრცელებიდან ნახევარ საათში, ჯგუფმა შეტევა განახორციელა კრემლის მიერ მხარდაჭერილ მედიაზე RT. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და “გაზპრომის” ოფიციალური გვერდებიც დაჰაკა.

კიბერ შეტევის გამოცხადება მოჰყვა ეჭვს, რომ სწორედ რუსეთი იდგა იმ სისტემური კიბერ შეტევების უკან, რომელიც ომის დაწყებამდე განხორციელდა უკრაინულ სამთავრობო ვებგვერდებზე.

Anonymous-ის გუნდის მიერ კიბერ ომის გამოცხადებას სოციალურ ქსელში მოწონებები მოჰყვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img