28 თებერვლის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევის თავდაცვის გარღვევას კვლავ ცდილობდნენ, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრ სირსკი ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთის ძალების კოლონებმა დედაქალაქის შემოგარენის შტურმი რამდენჯერმე სცადეს. თუმცა, მოწინააღმდეგის ყველა გადაადგილება კონტროლის ქვეშ იყო.
“რუსი ოკუპანტების მცდელობა, მიეღწიათ მიზნისთვის, წარუმატებლობით სრულდებოდა. ოკუპანტის ტექნიკის კოლონები ნადგურდებოდა. მოწინააღმდეგემ პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა”.- აცხადებს მაღალჩინოსანი.
ასევე, სირსკის ცნობით, ამჟამად დედაქალაქში სიტუაცია კონტროლირებადია