23.11.2024

ელენე ხოშტარია – დილით გადავალთ კანცელარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა

პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, 2 მარტს, დილით მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სამსახურში შესვლის უფლებას არ მისცემენ. ამის შესახებ ხოშტარიამ პარლამენტის წინ, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

ხოშტარიამ სამი მოთხოვნაც გააჟღერა: გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს.

“არ მოვიცვალოთ აქედან ფეხი და დავრჩეთ აქ. ჩვენ მოვაწყობთ ყველანაირ ლოჯისტიკას, რომ იყოს თბილი. მე ასევე მივმართავ პატარა და დიდ ბიზნესს, მოგვამარაგეთ ჩაით, საბნებით, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ და დილით 8 საათზე გადავალთ კანცელარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა. ვერ შევა და მოუწევს წასვლა. ჩვენ არ ვაპირებთ არავის მიმართ ძალადობას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ღამეც უნდა გავათენოთ და იქაც არ უნდა შევუშვათ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ახლა წავალთ და სოციალურ მედიაში გავაგრძელებთ წერას, ვინ რა არ გააკეთა და ვინ რა დააკლო, ისევ დავრჩებით ირაკლი ღარიბაშვილის ხელში”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img