23.11.2024

ზელენსკი – თუ NATO არ არის უკრაინის მისაღებად მზად, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება

თუ NATO არ არის უკრაინის მისაღებად მზად, მაშინ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“თუ ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად, უკრაინა NATO-ში მიიღონ, რადგან რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა იყოს NATO-ს წევრი, მათ უნდა შეიმუშაონ საერთო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ტერიტორიული მთლიანობას, რომ ჩვენი საზღვრები დაცულია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ყველა ჩვენს მეზობელთან, ჩვენ ვართ სრულად უსაფრთხოდ და ამ გარანტიებს კი სამართლებრივ დონეზე ვიღებთ”. – აღნიშნა ზელენსკიმ

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა NATO-ს, რუსეთისვის საჰაერო სივრცე ჩაკეტოს.

“საქმე არ ეხება NATO-ს ქვეყნების ომში ჩათრევას. სიმართლე ისაა, რომ ყველა უკვე დიდი ხანია ჩათრეულია ომში და ნამდვილად არა უკრაინის მიერ, არამედ რუსეთის მიერ – მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი.

აუცილებელია, მოსახლეობის დაბომბვა მაინც შეჩერდეს, უბრალოდ შეჩერდეს დაბომბვა და შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან”. – თქვა ზელენსკიმ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img